როგორ დავადგინოთ ქალის ხასიათი საყვარელი ალკოჰოლური სასმელის მიხედვით - rogor.ge

როგორ დავადგინოთ ქალის ხასიათი საყვარელი ალკოჰოლური სასმელის მიხედვით

იმისათვის რომ არ შეიქმნათ ზედპირული და არასწორი შთაბეჭდილება ადამიანზე, საჭიროა მასთან გარკვეული დრო გაატაროთ. უმჯობესია სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციებში. ასეთ დროს შეგიძიათ თქვენთვის საინტერესო ადამიანის შესხებ მრავალმხრივი ინფორმაცია მოიპოვოთ.
როცა საღამოს, მეგობარ გოგონასთან ერთად შეხევდრაზე (პაემანზე) იმყოფებით მიაქციეთ ყურადღება, თუ რომელ სასმელს აირჩევს ის.

istockphoto-975087540-612x612-1653299992.jpg

შამპანური ამ შუშხუნა სასმელს, როგორც წესი ირჩევენ მხიარული და მსუბუქი - (არა მძიმე) ხასიათის მქონე ქალბატონები. როდესაც ქალი ირჩევს დასალევად შამპანურს, ის მოდუნებული და მოშვებულია, არ არის მზად რაღაც დეტალებზე სიღრმისეულად იფიქროს. არ არის უარზე, რომ უფრო მოეშვას და დრო სასიამოვნოდ, მთელი სულით მხიარულად გაატაროს. არც ისაა შემთხვევითი, რომ შამპანურს უფრო ხშირად ქალბტონების კამპანიაში და მათ მიერ მოწყობილ წვეულებებზე სვამენ. თუ ქალბატონი შამპანურს თქვენთან ერთად მიირთმევს, ის გენდობათ.

არაყი ამ ძლიერ სპირტიან სასმელს მტკიცე და ძლიერი ხასიათის ქალბატონები სვამენ. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილებს და თვრებიან ნელა. ხშირად, არყის დალევის სურვილი ქალბატონებს უჩნდებათ გადაღლილობის მიზეზით. შესაძლოა ის ძალიან დაიღალა სამსახურში, ან განიცადა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი ბოლო დროს. არაყთან ხუმრობას არ გირჩევთ, მისი მიღება დიდი რაოდენობით არ შეიძლება.

კონიაკი - ეს სასმელია ქალბატონებისთვის, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდება სითბო, ყურადღება, ალერსი და მზრუნველობა. შეეცადეთ გაიგოთ, თუ რატომ სურს მას დალევა. კონიაკი არ არის ის სასმელი რომელიც იწვევს სწრაფ თრობას, მას სვამენ გაწონასწორებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები.

ვისკი ვისკის მიირთმევენ ქალები კომპლექსების გარეშე. ყველამ კარგად იცის, რომ ვისკი ძლიერი სასმელია და თრობას მისი მიღება ძალიან სწრაფად იწვევს. აქედან გამომდინარე, თუ ქალი მას თამამად სვამს, ის მზად არის მოვლენების ნებისმიერი გზით განვითრებისთვის. ასეთ ქალბატონებს შესაძლოა ცხოვრებაში აკლიათ მძაფრი შეგრძნებები და ადრენალინი. მათ სურთ ახალი თავგადასავლები და შთაბეჭდილებები. როგორც წესი ვისკის მოყვარული ადამიანების გამოცნობა, თუ რას მოიმოქმედებენ ძალიან რთულია.

ტეკილა ეს სასმელი ეკუთვნით ექსტრავაგანტულ ქალბატონებს. ბევრი თვლის რომ, დალიო ტეკილა - ნიშნავს გქონდეს კარგი გემოვნება. ამიტომაც ხშირად ირჩევენ მოდურ კოქტეილებს ტეკილით. ასეთი ტიპის ქალბატონებთან გირჩევთ იყოთ ფრთხილი და განსაკუთრებით წინდახედული, ისინი ხშირად უკონტროლებლები არიან თუ არ აქვთ საკუთარ თავზე და ემოციებზე ნამუშევარი. თუ ატყობთ, რომ თქვენი "რჩეული" ძალიან მიეტანა ტეკილას, გირჩევთ დროულად შეაჩეროთ ის.

ჯინ-ტონიკი სასმელი ინტელექტუალებისთვის, მათთვის ვისაც უყვარს სხვადასხვა თემებზე საუბარი და მოვლენების გარჩევა. ჯინ-ტონიკის მიღების შემდეგ, როგორც წესი, ქალბატონები იწყებენ საუბარს სხვადასხვა თემებზე, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებაში არ ჰქონდათ/აქვთ იმის ფუფუნება, რომ იყოს რეალურად ის ვინც არის. ასეთ დროს საჭიროა იყოთ კარგი მსმენელი, ეს გაგიასმაგებთ ჯინ-ტონიკის მსმელის გულის მოგების ალბათობას.

წითელი ღვინო როგორც წესი მას სვამენ ემოციური, ვნებიანი ნატურები. გარეგნულად ის შეძლება იყოს თავშეკავებული, თუმცა მის შიგნით ქარიშხალი იმალებოდეს. ღვინოს სვამენ ქალბატონები, რომლებაც იციან საჭმელისა და სასმელის გემოვნებიანად შერჩევა. მათ ასევე ზოგადი გემოვნებაც ძალიან გამძაფრებული აქვთ. ასეთი შესანშნავი სასმელის შერჩევა საღამოს წარმატებულად გატარების გარანტია.

ლიქიორი მეოჯახე ქალები, ვისაც უყვარს ტკბილეული, არიან ლიქიორის ყველაზე მეტად დამფასებლები. ძლიერი სურვილი ტკბილის დაგემოვნების იწვევს ლიქიორის სიყვარულს და მისი დალევისკენ მიდრეკილებას. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, ლიქიორი ითვლება რომანტიულ სასმელად.

ლუდი ქალი ირჩევს ლუდს, იმიტომ რომ იყოს უფრო ახლოს კაცურ კამპანიასთან. რა თქმა უნდა, არიან ინდივიდები, რომელთაც მოწონთ ამ სასმელის გემო, სხვდასხვა არომატებით, თუმცა ფსიქოლოგიური მომენტი განხილვას არ ექვემდებარება - ლუდი არის მეტწილად კაცური სასმელი. ლუდის მოყვარული გოგო არის კარგი მეგობარი, თუნდაც ის იყოს მეუღლე. ლუდი არ ათრობს მალე, ქალის ორგანიზმს კი სხვა ალკოჰოლური სასმელებთან შედარებით ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს. ლუდს ირჩევენ ჭკვიანი ქალბატონები.

მოცემულ სტატიაში სპირტიანი სასმელების არცთუ ისე დიდი სიაა, თუმცა გაკრვეულ დონემდე დაგეხმარებათ გაერკვეთ ქალების მოტივაციაში, თუ რატომ აირჩიეს ესა თუ ის სასმელი. არჩეული ალკოჰოლური სასმელი არის შესანიშნავი მაჩვენებელი თუ როგორ ხასიათზეა ქალი იმ მომენტში და რას გრძნობს. დაუკვირდით, გაიგეთ მიზეზი, თუ რატომ სურთ მათ რეალობისგან ცოტა ხნით მოწყვეტა და მოდუნება. ხანდახან ეს არის მცირედით საკუთარი თავის დასაჩუქრება, ან რომ აგრძნობინოს მამაკაცს, რომ სურს მისგან მხარდაჭერა, გვედში დგომა და სითბო, როგორც თვითონ მას.