როგორ გავწმინდოთ ტაფა ნამწვარისგან
ტაფები ტეფლონის საფარით. ამ ტიპის ტაფები მოვლის კუთხით ყველაზე უპრობლემოები არიან. ისინი დაფარული არიან ტეფლონით, რომელიც ნამწვრს არ აძლევს გაჩენის საშუალებას, თანაც ორიგვე მხრიდან, შიგნიდანაც და გარედანაც. არის შემთხვევები, როდესაც უნებურად ხდება ტეფლნის ტაფის დაწვაც. თუ ასეთი რამ შეგემთხვათ უნდა აიღოთ ცხელი წყალი და ჩადოთ დატა 30-40 წუთის მანძილზე. მეტი ეფექტისთვის, 1-2 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალების ჩასხმაც შეგიძლიათ, ასევე 3-4 ჩაის კოვზი სოდის. სოდა დაალბობს და გახსნის ნამწვავს, ხოლო შემდეგ ურბალო ღრუბელითაც შეძლებთ ტაფის გაწმენდას. იყავით ყურადღებით, არ გაწმინდოთ ტეფლონის ტაფა უხეში სარეცხი საშუალებებით, ტეფლონი მარტივად იკაწრება, ხოლო ნაკაწრის ადგილას ის იწვავს საჭმელს.
უჟანგავი ფოლადის ტაფა ფოლადი არის ყველაზე კაპრიზული მასალა რისგანაც კი ამზადებენ ტაფებს. მას ადვილად ეტყობა ნაკაწრები და ნახეხი. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ტაფებზე ადვილად ეწვება საჭმელი. არსებობს რამდენიმე ხერხი, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ტაფის გასაწმენდად. საჭმლის მარილი. ეს არის ფოლადის ტაფის გწმენდის ყველაზე გავრცელებული ხერხი. თქვენ დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა მარილი, რომელიც საჭიროა მოაყაროთ ფსკერზე ტაფას და დატოვოთ რამდენიმე საათით. მარილი შევა რეაქციაში ნამწვავთან და მოარბილებს მას. მოგვიანებით კი თქვენ შეძლებთ შედარებით მარტივად გაწმინდოთ ტაფა ცხიმისა და ნამწვავისგან. სოდა შესანიშნავად გამოიყენება ფოლადის ტაფების გაწმენდაში. ცოტათი დაასველეთ ტაფის კედლები წყლით და წაუსვით სოდის სქელი ფენა. დატოვეთ რამდენიმე საათით, მოგვიანებით თქვენ თავად ნახავთ თუ როგორ იქნება განცალკევებული ნამწვავი ტაფის კედლებიდან. ამის შემდეგ კი მარტივად შეძლებთ გარეცხოთ ტაფა და მოიყვანოთ წესრიგში. ძმარი და ლიმნის მჟავა. როგორც იცით მჟავა ხსნის თითქმის ყველაფერს და მისი გამყოყენება შეგიძლიათ ამ კონკრეტული პრობლემის მოგავრებაშიც. აიღეთ ძმარი დაასხით ტაფას, მცირე დოზით ლიმნის მჟავა და დადგით ცეცხლზე. დუღილისას ნამწვავი დაიწყებს კედლებიდან მოშორებას, როცა სითხე დაიწყებს ძლიერად აორთქლებას, შეგიძლიათ გადმოდგათ ცეცხლიდან. იყაფით ფრთხილად რომ ხელი არ დაგეწვათ, აიღეთ ჯაგრისი და მისიგამოყენებით მოაშორეთ განცხალკევებული ნამწვავი.