როგორ ამოვიცნოთ ინსულტი - პირველი ნიშნები
ინსულტის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება ბევრი იყოს - ცუდი მემკვიდრეობა (გენეტიკა), მაღალი არტერიალური წნევა, მუდმივი ფიზიკური და ნერვული დატვირთვები, დიდი ოდენობით ნიკოტინისა და ალკოჰოლის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია ინსულტის დროულად აღმოჩენა და პირველადი დახმარების გაწევა, ამისათვის შეიძლება გქონდეთ[u] მხოლოდ 3 საათი (მაქსიმუმ 6)[/u]. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ადამიანს სრულად გამოჯანმრთელების შანსი. საკმაოდ ხშირად ინსულტის პირველადი ნიშნები ეშლებათ გადაღლილობასა და მოწამვლაში. დაავადებულებს შეიძლება აწუხებდეთ საერთო სისუსტე, თავის ტკივილები, "ტომრები" თვალებქვეშ, თავბრუსხვევა, ღებინება და გულისრევა. ზოგჯერ ეს სიმპტომები მკვეთრადაა გამოხაული, ზგოჯერ საერთოდ არ ხდება მათი გამოვლინება.
არსებობს დაავადების მეტად თვალსაჩინო პირველადი ნიშნები: თუ თქვენ სთხოვთ დაავადებულს ენის გამოყოფას, მაშინ შეამჩნევთ, რომ ენა გადახრილი იქნება ერთ ან მეორე მხარეს და არასდროს იქნება ზუსტად შუაში. შემდეგი ნიშანია "დაგრეხილი ღიმილი". ინსულტის დროს პირის ერთი მხარე მოქცეული იქნება გვერდით და მეორე ნაწილზე უფრო დაბლა. თუ დაზარალებულს სთხოვთ ორივე ხელის ერთდროულად ზევით აწევას, მაშინ შეამჩნევთ, რომ ერთერთი აუცილებლად იქნება შედარებით დაბლა. შეუძლებელი ხდება მათი ერთ სიმაღლეზე გასწორება. როგორც წესი, ყველა ეს სიმპტომი თანხლებულია მეტყველების დარღვევით - იგი ხდება შენელებული და რთულად გასარჩევი, დაავადებული გაჭირვებით არჩევს სიტყვებს. ინსულტისთვის დამახასიათებელია კოორდინაციის დარღვევა და სიარულის მანერის გაუმართაობა. ამა თუ იმ სიმპტომების გამოხატულება დამოკიდებულია იმაზე, თუ ტვინის რომელ უბანზე მოხდა სისხლის მიმოქცევის დარღვევა.