როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით
ბადრიჯანი გავრეცხოთ და ჩავჭრათ ჯვრისებრად ისე, რომ შევუნარჩუნოთ ყუნწი. ბადრიჯანი შევწვათ ტაფაზე დაბალ ცეცხლზე ზეთში. შეწვისთანავე ბადრიჯანი გადავიტანით ქაღალდის პირსახოცზე და გავაციოთ.
ნიგოზი გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, ხახვი და მწვანე წიწაკა წვრილად დავჭრათ, მწვანილი დავნაყოთ მარილთან ერთად, ან დავკეპოთ. ნიგოზი ხელით გადავზილოთ, დავამატოთ ხახვი, მწვანილი,სუნელები, მარილი, წიწაკა და დავასხათ ძმარი, კვლავ გადავზილოთ. თუ ნიგვზის მასა გამოვიდა მშრალი, დავუმატოთ ცოტაოდენი გადადუღებული წყალი.