როგორ მოვიჩვიოთ თუთიყუში
1. პირველ რიგშიუნდა აარჩიოთ თუთიყუში. გირჩევთ ტალღოვან თუთიყუშს.
2. ყოველთვის იმან უნდა დაასუფთაოს გალია, ვისაც უნდა, რომ თუთიყუში შეიჩვიოს.
3. დღეში 2-3 ჯერ ფრთხილად შეყავით ხელი გალიაში და 1-2 წთ უძრავად გააჩერეთ. შეგიძლიათ დაიჭიროთ ხელში კამა, ვაშლის ან სტაფილოს ნაჭერი. ეცადეთ, თუთიყუშმა თქვენი ხელიდან დაიწყოს ჭამა.
4. ასე უნდა გააგრძელოთ დაახლოებით 2 თვე. თუთიყუში ნელ-ნელა ხელს მიეჩვევა და თითზე დაჯდომას ისწავლის.
5. შემდეგ შეგეძლებათ ოთახში კარ-ფანჯარა ჩაკეტოთ და თუთიყუში გამოუშვათ.