როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის ნამცხვარი
ფორთოხალი გარეცხეთ ცივ წყალში, გაამშრალეთ, დანით ფრთხილად გააცალეთ კანი და წვრილ ნაჭრებად დაჭერით. შიგთავსისაგან გამოწურეთ წვენი. დაჭერით კანი 2 ს.კ. შაქართან და 3 ს.კ. ფორთოხლის წვენთან ერთად ადუღეთ 3 წთ. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. კვერცხის გული, შაქარი (დაიტოვეთ 2 ს.კ.) და კარაქი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე.
დაუმატეთ ხაჭო, თხილი და შოკოლადი. ღუმელი გააცხელეთ 180C-მდე, ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე. სიროფიანი ფორთოხლის კანი და ცილა კარგად შეურიეთ ხაჭოიან მასას.