როგორ დავაყენოთ ან შევცვალოთ პაროლი wifi - როუტერზე
დღესდღეობით ბაზარზე არსებობს მრავალი ტიპის wifi როუტერის დიდი არჩევანი, რასაც გვთავაზობენ სხვადასხვა მწარმოებლები. იმის გამო, რომ სხადასხვა კომპანიები უშვებენ ამ მოწყობილობებს მათ არ აქვთ პაროლის დაყენება/შეცვლის ერთნაირი ალგორითმი.ამის გათვალისწინებით გთავაზობთ საქართველოში ყველაზე გავრცელებული რამდენიმე ტიპებზე wifi როუტერზე პაროლის დაყენება/შეცვლის ინსტრუქციას. აქ მოცემული ინფორმცია დაგეხმარებათ მარტივად გაერკვეთ მოწყობილობაში.
იმისათვის რომ დაიწყოთ პაროლის დაყენება ნებისმიერი ტიპის როუტერზე, საჭიროა გახსნათ რომელიმე ბრაუზერი, მისამართის ველში ჩაწეროთ შესაბამისი მოდელის IP-მისამართი, რის შედეგადაც ეკრანზე გამოჩნდება სისტემაში ავტორიზაციის ფანჯარა. ამის შემდეგ კი მოდელიდან გამომდინარე საჭიროა მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანა.