როგორ გავხსნათ ელ-ფოსტა Gmail-ზე
პირველ ეტაპზე შედი საიტზე Gmail.com და დააკლიკეთ Create New Account
იმ შემთხვევაში თუ გსურთ რეგისტრაცია ქართულ ენაზე გადაიყვანოთ, მარჯვნივ სულ დაბლა ენების ასარჩევია, აირჩიეთ ჩამონათვალში ქართული ენა. გაითვალისწინეთ, ჯერ უნდა შეასრულოთ პირველი ნაბიჯი, რომ შეძლoთ ქართული ენის არჩევა.
ქართული ენის არჩევის შემდეგ თqვენ გაგეხსნებათ შემდეგი ფანჯარა. დაიწყეთ ეტაპობრივად ველების შევსება. აუცილებლად სწორად შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი, რაც შეეხება სახელის და გავრის ქვედა ველს, მოიფიქრეთ მომხმარებლის სახელი. კარგად შეარჩიეთ, რადგან ეს იქნება თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. მისი ფორმატი არის ასეთი მაგ: giorgi_mdivnishvili@gmail.com, ფოსტის ნიშნამდე @ ირჩევთ თქვენ, ხოლო უკანასკნელს თვითონ გუგლი მოგანიჭებთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ შერჩეული სახელი უკვე სხვამ აიღო, სისტემა მოგთხოვთ ახლის მოფიქრებას.
მიhყევით და შეავსეთ ყველა ფორმა, პაროლის ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი პარილი და იგივე გაიმეორეთ მის მომდევნო ველშიც, ყურადღება მიაქციეთ, რომ ემთხვეოდეს ორივე ჩანაწერი. პირადი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ არის ნახატები, რომლებზეც გამოსახულია ციფრები და ასოები, ჩაწერეთ ისინი ქვედა ველში, რადგან სისტემა დარწმუნდეს რომ ავტომატური ბოტი არ არეგისტრირებს ახალ მისამართს. რა ციფრებსაც ხედავთ, გაიმეორეთ. აირჩიეთ ქვეყანა და დაეთანხმეთ აღნშვნით "გუგლის' სამომხმარებლო წესებსა და პირობებს.
თუ თქვენ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულეთ, გილოცავთ, თქვენ უკვე გაქვთ ელ-ფოსტა. რაც შეეხება მასში შესვლას, აკრიფეთ კვლავ Gmail.com შეიყვანეთ თქვენი ფოსტის მისამართი და პაროლი, გაერკვიეთ ინტერფეისში და დაიწყეთ მისი გამოყენება.