როგორ მოვამზადოთ მუხუდოს წვნიანი
მუხუდო გადაარჩიეთ, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. სასურველია მუხუდო ჩაალბოთ წყალში ერთი ღამის განმავლობაში. მოხარშვის დროს მუხუდოს გამოუცვალეთ პირველი წყალი.
შემდეგ, ტაფაზე მოშუშეთ შებოლილი შაშხი ან წინასწარ მოხარშული ლორი, ხახვი, პრასი, ნიორი და მოაყარეთ ზაფრანა. აღნიშნულ ნაზავს დაამატეთ მუხუდოს წვენი და დადგით მოსახარშად დაბალ ცეცხლზე.