როგორ ვიშოვოთ სამსახური - 10 რჩევა
სანამ შეუდგებით სამუშაოს ძებნას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩამოყალიბდით, როგორი სამუშაო გინდათ და რისი შესრულება შეგიძლიათ.
დარწმუნდით, რომ მოცემულ მომენტში მზად ხართ მუშაობის დასაწყებად.
გამოიყენეთ სამსახურის მოძებნის ყველა მეთოდი და საშუალება.
კარგად გაეცანით მომავალი სამუშაოს (ვაკანსიის) შინაარს და იმ მოთხოვნებს, რომლებსაც იგი უყენებს თანამშრომლებს.
ყურადღება მიაქციეთ რეზიუმეს (CV) სწორად შედგენას. გახსოვდეთ, ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენს შესახებ.
მოიპოვეთ და გაანალიზეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც აპირებთ მუშაობის დაწყებას.
სათანადოდ მოემზადეთ გასაუბრებისთვის.
გასაუბრების დროს ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი მღელვარების გარეშე მოახდინოთ თვითპრეზენტაცია და წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები.
თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად და შესამოწმებლად შესთავაზეთ ორგანიზაციაში მუშაობა თუნდაც რამდენიმე დღით.
სამსახურში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სხვა სამუშაოს ძებნა. თუ თქვენ არ იაქტიურებთ სასურველი სამუშაო ადგილის მოძებნაში, სხვები მითუმეტეს არ დახარჯავენ დროსა და ენერგიას.