როგორ ვისწავლოთ სწრაფად კითხვა
წესი პირველი: არ წაიკითხოთ ხმამაღლა! ეს არის მთავარი პრობლემა კითხვის დროს. მოგიყვანთ მაგალითს: დჯ. კენედი იყო რეკორდსმენი სწრაფად კითხვაში, მაგრამ ხმამაღლა, რომ წაეკითხა წუთში მხოლოდ 300 სიტყვის წარმოთქმას შეძლებდა. დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ...
წესი მეორე: ფოკუსირება მოახდინეთ კითხვაზე! მის გარეშე თქვენ უბრუნდებით უკვე წაკითხულ ტექსტს ან ასწრებთ წინადადებას და მერე ისევ უბრუნდებით და ეძებთ დაკარგულ სიტყვას ან წინადადებას.