როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ჭურჭელს
თუჯის ჭურჭელი გაცილებთ დიდხანს გაგიძლებთ, თუ გარეცხვის შემდეგ მას არ გაამშრალებთ სამზარეულოს ნაჭრით. უმჯობესია დადგათ იგი დაბალ ცეცხლზე, რათა წყალი აორთქლდეს და ქაღალდის ხელსახოცების დახმარებით წაუსვათ მცენარეული ზეთი.
არ გამოიყენოთ კოროზიით დაზიანებული ჭურჭელი მჟავე საკვების მოსამზადებლად. ასეთი პროდუქტების მომზადება უმჯობესია უჟანგავი მეტალისა და მიხრუკვის საწინააღმდეგო ფენის მქონე ჭურჭელში.