
მარტივად შეიძლება ინტერნეტზე დამოკიდებულისგან გათავისუფლება თუ მაქსიმალურად შეზღუდავთ კომპიუტერთან ყოფნის დროს. გიჩევთ საკუთარ თავს დაუწესოთ მაქსიმალური დრო, რომლის განმავლობაშიც შეგეძლებათ ინტერნეტში ყოფნა. არ არის აუცილებლობა უცებ გადაწყვიტოთ და არ მიეკაროთ კომპიუტერს, შეგიძლიათ დრო თანდათან შეამციროთ. ყოველ დღიურად 30 წუთით ან 1 საათით ნაკლები გაატარეთ ინტერნეტში. გარკვეული დროის მერე კი მინიმუმამდე დაიყვანეთ სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში გასართობად გამოყოფილი დრო, მაქსიმუმ 3 საათი დღეში.