როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინი
მიიღეთ რკინის შემცველი პროდუქტები: კვერცხი ცილა, ბარდა, ლობიო, შავი პური, თევზი, ხორცი, ატამი, ვაშლი, ოხრახუში, ქინძი. ასევე მიირთვით С ვიტამინის შემცველი ხილი, ის ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ პროდუქტებიდან მიღებული რკინის ათვისებას. არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ლიტრი სითხის დალევა!
მოხარშეთ 1 ჩ/კ ასკილის დაფხვნილი ნაყოფი, 1 ჭიქა წყალში, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ლიმონის წვენი. მიღებული ნაზავი დალიეთ დილით, უზმოზე. უფროსებისათვის აუცილებელია მთლიანი ჭიკის დალევა, ბავშვებისათვის კი 100 მლ. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 30-60 დღე.
დაფქვით კაკლისა და შტოშის ნაყოფი, დაუმატეთ თაფლი. პროპორცია უნდა იყოს 1 - 1, მაგრამ შეგიძლია თაფლის რაოდენობის ცოტათი გაზრდა. მიიღეთ 1 ს/კ ნაზავი დღეში სამჯერ, ხოლო ბავშვებს დაალევინეთ დღეში ერთხელ 1 ჩ/კ.
გამოწურეთ წვენი ახალი სტაფილოსგან, ვაშლისა და ჭარხლისგან, უნდა მიიღოთ დაახლოებით 500 მლ მოცულობის სითხე. დალიეთ იგი ერთი მიღებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, დალევამდე მიირთვის 1 ს/კ არაჟანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი ვერ მოახერხებს კაროტინის სწორად ათვისებას. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ვერ მოახერხებს სითხის ერთიანად დალევას, შეგიძლიათ მისცეთ მისი გარკვეული ინტერვალების შემდეგ დალევის უფლება.
ორი კვირის განმავლობაში, ვახშმიდან რამდენიმე საათის შემდეგ 100 გრ ბროწეულის მარცვალი, 100 გრ ვაშლი და 100 გრ გრეიფრუტი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თქვენს "ხილის ასორტს" დაუმატოთ ცოტაოდენი ნაღები და ყურძენი.
შეიძინეთ ჰემატოგენი აფთიაქში. მიირთვის იგი ყოველდღიურად. ის საკმაოდ გემრიელია, ამიტომაც მოგეწონებათ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ბავშვებსაც. ჰემატოგენი ხელს უწყობს ჰემოგლობინის ამაღლებას.
გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ჰემოგლობინზე. თუ მისი დონე მაინც არ გაიზრდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ჰემოგლობინის დონის გასაუმჯობესებელ პრეპარატებთან დაკავშირებით. მათი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მაღაზიაში, მაგრამ მათი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან.