როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი

როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი – სიჩქარე ყველა უკაბელო გამანაწილებელი იყენებს სტანდარტულ Wi-Fi–ს, რომელსაც სინამდვილეში IEEE 802.11 ჰქვია. ეს სტანდარტი სამომხმარებლო ბაზარზე იყოფა 4 სიჩქარედ: 802.11a - ყველაზე ძველი სტანდარტია, გამოყენებული ჯერ კიდევ 1999 წელს, რომელიც უზრუნველყოფს სიჩქარეს 54 Mbit/s-მდე. დიდი ხანია უკვე მაღაზიებში აღარ იყიდება ასეთი სტანდარტის მქონე გამანაწილებლები, მაგრამ მისი პოვნა შესაძლებელია მეორეულ ბაზარზე. არსებობს თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც არ ფლობენ ამ სტანდარტის მხარდაჭერას, ამიტომ Wi-Fi როუტერის შერჩევისას შეარჩიეთ ისეთი, რომელიც ასეთ პრობლემებს არ შეგიქმნით. ყველა ტიპის როუტერები მაღაზიაში be.ge. 802.11b – ეს სტანდარტი მოქმედებდა 2000–2003 წლებში. უზრუნველყოფს სიჩქარეს 11 Mbit/s-მდე. სამწუხაროდ ეს სტანდარტი ხასიათდება დაბალი სიჩქარით, გატეხვის წინააღმდეგ სუსტი დაცვით. ამიტომ არც ასეთი სტანდარტის მქონე გამანაწილებლის ყიდვას გირჩევდით. 802.11g – უზრუნველყოფს თანამედროვე უკაბელო კავშირის სტანდარტს. უზრუნველყოფს სიჩქარეს 54 Mbit/s-მდე. g სტანდარტის მქონე ყველა გამანაწილებელს აქვს წინამორბედი b სტანდარტის მხარდაჭერა, ამიტომ აქვს მარკირება – 802.11b/g. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ 802.11b/g სტანდარტები იყენებენ DSSS ტექნოლოგიას ODFM–ის ნაცვლად, რომელიც 802.11a–ში გამოიყენება, ამიტომაც ერთმანეთს შეესაბამებიან. თუ თქვენი პროვაიდერი გაწვდით სიჩქარეს 50 Mbit/s-მდე, მაშინ ასეთი სტანდარტის მქონე როუტერის შეძენა ნამდვილად ღირს. 802.11n – ყველაზე ახალი სტანდარტია უკაბელო ინტერნეტის უზრუნველყოფის საქმეში, გამოიყენება 2009 წლიდან და უზრუნველყოფს სიჩქარეს 600 Mbit/s-მდე, მაგრამ სახლისათვის შექმნილი მოდელები შეზღუდულია სიჩქარით 300 Mbit/s. 2010 წლის შემდეგ გამოსული ნოუთბუქების უმრავლესობა უზრუნველყოფს ამ სტანდარტის მხარდაჭერას.

როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი – სტილი თანამედროვე Wi-Fi როუტერების უმრავლესობა გამოიყურება სტანდარტულად: პატარა ყუთი ერთი ან რამდენიმე ანტენით. გვხვდება ერთ, ორ, სამ ან ოთხანტენიანი როუტერებიც. ორი ანტენა არ იძლევა არანაირ გაუმჯობესებას. საგრძნობი სიგნალის გაუმჯობესება მანძილზე, მხოლოდ სამ ან ოთხანტენიან როუტერებს შეეტყობა MIMO (Multiple Input Multiple Output) ტექნოლოგიის წყალობით, მაგრამ ასეთი როუტერების ღირებულება გაცილებით მაღალია. დროთა განმავლობაში ზოგიერთ ფირმაში დააკვირდნენ სახლის უკაბელო მოდემების პოპულარიზაციას და ამიტომ დაიწყეს არასტანდარტული როუტერების გამოშვება, რომელთაც შეუძლიათ ოთახის ინტერიერის გალამაზება.

როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი – ბრენდები უკაბელო ინტერნეტის უზრუნველსაყოფელ მოწყობილობების ბაზარზე არსებობს რამდენიმე წამყვანი ბრენდი. განვიხილოთ ისინი მოკლედ. Linksys: სამომხმარებლო მოდელები ცნობილი კომპანიისგან Cisco. მათი გამანაწილებლები გამოირჩევა – მარტივი პარამეტრებით, ძალიან იშვიათად ტყდება და უზრუნველყოფს დაფარვის დიდ რადიუსს. TP-Link: ჩინური კომპანია, რომელიც ამზადებს ტელეკომუნიკაციურ მოწყობილობებს. ბაზარზე წარმოგვიდგენს ყველაზე იაფფასიან Wi-Fi როუტერებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საკმაოდ ხარისხიანს. მათი გამანაწილებლები გამოირჩევა – მარტივი პარამეტრებით, იშვიათად ექმნებათ პრობლემები, მაგრამ აქვთ დაფარვის მცირე ზონა. D-Link: ბაზარზე წარმოდგენილი Wi-Fi როუტერების უმრავლესობა ამ ბრენდს ეკუთვნის. აქვთ მოდელების ყველაზე დიდი არჩევანი, რომელიც ნებისმიერის გემოვნებას დააკმაყოფილებს. მათი გამანაწილებლები გამოირჩევა მარტივი პარამეტრებით და აქვთ შესანიშნავი თანაფარდობა ფასსა და ხარისხს შორის. Edimax: წარმოადგენს იაფფასიან Wi-Fi როუტერებს. ყველაზე იაფი მოდელები ხასიათდება დაფარვის მცირე რადიუსით და არასტაბილური მუშაობით.

როგორ შევარჩიოთ Wi-Fi როუტერი – უსაფრთხოება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში Wi-Fi–სთან წვდომა ყველასათვის ღიაა, მაგრამ სახლსა თუ ოფისში საჭიროა მისი პაროლით შეზღუდვა იმისათვის, რომ სხვამ ვერ შეძლოს თქვენი ინტერნეტის გამოყენება. იმისათვის, რომ პაროლი იყოს საიმედო, გამოიყენება დაშიფვრის ორი ტიპი: WPA და WPA2, მაგრამ ამჟამად როუტერების უმრავლესობა იყენებთ მათ კომბინირებულ ვარიანტს WPA/WPA2. საიმედოობისთვის პაროლი უნდა შედგებოდეს დაახლოებით 8–10 სიმბოლოსაგან.

პარამეტრები (მოდიფიკაცია) მაშინ როცა თქვენ უკვე შეიძინეთ Wi-Fi როუტერი და მზად ხართ მის დასაყენებლად საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დააკავშიროთ და მოაწყოთ იგი. Wi-Fi როუტერის დაყენება შეიძლება ნებისმიერ ადგილას, საჭირო არის მხოლოდ Ethernet (ინტერნეტ პროვაიდერის კაბელი) კაბელის სიგრძის გათვალისწინება რათა დავაკვშიროთ იგი ჩვენს როუტერთან. ჩვეულებრივ Ethernet დანარჩენი პორტებისგან გამოირჩევა ფერითა და წარწერა WAN–ით პირველი მოდიფიკაცია ხორციელდება Wi-Fi როუტერის პერსონალური კომპიუტერის ან ნოუთბუქის პირდაპირ Ethernet პორტიზე დაკავშირებით. მისი მოწყობა შეიძლება ვებ–ინტერფეისის საშუალებით, შევდივართ მისამართზე 192.168.1.1 (პირდაპირი მისამართი, Login და Password ხშირად როუტერის ქვედა ნაწილზე აწერია), ან გამოიყენეთ კომპაქტ–დისკი დაყენების ინსტრუქციით. ყველა დაწვრილებითი ინფორმაცია როუტერის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ინტერნეტ–პროვაიდერის მეშვეობით.