როგორ დავწეროთ კარგი სტატია
იმისათვის, რომ დაწეროთ კარგი სტატია, საჭიროა შეარჩიოთ მკითხველთათვის საინტერესო თემა. გაიგოთ, რამდენად შეძლებს თქვენს მიერ დაწერილი სტატია საძიებო სისტემებში პოპულარობის მოპოვებას. ზოგი ამ ინფორმაციის მისაღებად მიმართავს Yandex Wordstat-ის საკვანძო სიტყვების საძიებო სისტემას. სწორად შერჩეული თემა და კარგად დაწერილი სტატია გულისხმობს იმას, რომ თქვენ კარგად უნდა ერკვეოდეთ იმაში, რაზეც აპირებთ საუბარს. საჭიროა გაგაჩნდეთ არა მარტო პირადი გამოცდილება, არამედ საჭიროა წინასწარ გაესაუბროთ ამ საკითხის ექსპერტთა მოსაზრებებს.
სტატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სათაური. ის უნდა ასახავდეს მთელი ტექსტის შინაარს და ამავდროულად იზიდავდეს პოტენციური მკითხველის ყურადღებას. თუ სტატია იწერება საიტისათვის, მაშინ მის დასახელებაში აუცილებლად უნდა იყოს პოპულარული საკვანძო სიტყვები, რომელთა საშუალებითაც გამარტივდება სტატიის საძიებო სისტემებში პოპულარიზაციაში.