როგორ გადავრგათ კაქტუსი უსაფრთხოდ - rogor.ge

როგორ გადავრგათ კაქტუსი უსაფრთხოდ

ხელებზე გაიკეთეთ დამცავი ხელთათმანები. აიღეთ დანა და ჩაარჭეთ ის კაქტუსის ქოთნის მიწაში, მთელს პერიმეტრზე, შეეცადეთ ფსქერამდე ჩაარჭოთ დანა.მეორე მხრივ კი დანა უნდა იყოს მჭიდროდ მიბჯენილი ქოთნის კედელს. შეასრულეთ ფრთხილად, გაუფრთხილდით მცენარეს და არ დაუზიანოთ ფესვები.

გადმოაბრუნეთ კაქტუსის ქოთანი 90 გრადუსით. დანის ტარით დააკაკუნეთ ქოთნის ფსკერზე, შეეცადეთ მიწა დაიძრას ნელ-ნელა. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩაარჭეთ ისევ დანა მიწაში და გაამოძრავეთ, დააშორეთ მიწა ქოთნის ფსკერს, რათა მოახერხოთ ქოთნის გამოთავისუფლება. აქვე გაითვალისწინეთ, რომ გადმობრუნებისას ხელი მოკიდოთ ქოთანს ან კაქტუტის იმ ადგილს, სადაც არ არის ეკლები, ეს ნაწილი კი კაქტუსის იმ ადგილასაა საიდანაც იწყება მისი ამოსვლა "კაქტუსის კისერი". მოკიდეთთ ხელი და შეეცდეთ ამოსწიოთ ნაზად, ისე რომ არ დააზიანოთ მცენარე.

გეჭიროთ კაქტუსი "კისრით" და ასე გადაადგილეთ ახალ ქოთანში რომელშიც წინსწარ გექნებათ ნახევარზე მეტი გავსებული მიწით. დაიმახსოვრეთ რომ ახალი მიწა უნდა იყოს მსუბუქი და უნდა შეცავდეს ქვიშასაც. მას შემდეგ რაც გადარგავთ კაქტუს, ახალ ქოთანშიც გაასწორებთ და შეავსებთ მიწას მორწყით მცენარე და მოათავსეთ მის ადგილას.