როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს (ზოგადი პრინციპები)
მოქმედების გეგმა უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს: > [u]შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;[/u] > [u]უსაფრთხოების უზრუნველყოფა;[/u] > [u]პირველი დახმარების გაწევა;[/u] > [u]დახმარების დროული მოხმობა.[/u] [u]შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.[/u] თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. აუხსენით დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა. [u]უსაფრთხოების უზრუნველყოფა.[/u] ის გარემოება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის მდგომარეობის დამძიმება, შეიძლება კვლავ მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს. ხშირად ძალიან მარტივი ხერხებით შეიძლება გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ძრავის გამორთვა, თუ ავტოავარიის შემდეგ მანქანა დაქოქილია). არასოდეს არ ჩააგდოთ თქვენი და დაზარალებულის სიცოცხლე საფრთხეში და ნუ ეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეცადეთ მოაშოროთ საშიშროების წყარო დაზარალებულს. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის სამსახური) გამოძახება. [u]პირველი დახმარების აღმოჩენა.[/u] მას შემდეგ, რაც დარწმუნდით გარემოს უსაფრთხოებაში, გაუწიეთ დაზარალებულს პირველი დახმარება [u]დახმარების დროული მოხმობა.[/u] შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება ერთდროულად დაგჭირდეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება ტელეფონით, პირველი დახმარების გაწევა. ამიტომ დროულად მოუხმეთ დახმარებას. თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით დისპეტჩერს (ადამიანს, რომელსაც ელაპარაკებით) ზუსტი ინფორმაცია:
შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს გამოიყენება სიცოცხლის შენარჩუნების ძირითადი ალგორითმი - DRABC (doctor ABC) ალგორითმი: D – Danger – გარემოს უსაფრთხოება; R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება; A – Airway – სასუნთქი გზები; B – Breathing – სუნთქვა; C – Circulation– ცირკულაცია
სასუნთქი გზების დახშობა ენით
სასუნთქი გზების გახსნა თავის უკან გადაწევით და ნიკაპის წინ წამოწევით
სასუნთქი გზების გახსნა ტრავმის დროს – ქვედა ყბის წინ წამოწევა თავის უკან გადაწევის გარეშე
სუნთქვის მოსმენა "3 ვ"-ს მეთოდით
ჩაბერეთ დაზარალებულს პირში 5 წამში ერთხელ. ყოველი ჩაბერვის შემდეგ მოაშორეთ ტუჩები დაზარალებულის პირს და შემდეგ ჩაბერვამდე დაელოდეთ გულმკერდის კედელი დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას;
ყოველი 10 ჩაბერვის შემდეგ კვლავ გადაამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;
ხელოვნური სუნთქვის ეფექტურობა.
ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში ხვდება ჰაერი, რომელიც შეიცავს 20-21% ჟანგბადს. ამოსუნთქულ ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება 15-16%-მდე. ამიტომ ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ფილტვებში ჩადის თქვენს მიერ ამოსუნთქული ჰაერი, მასში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი.
დადექით მუხლებზე დაზარალებულის გულმკერდის გასწვრივ. მოძებნეთ დაზარალებულის დვრილების შემაერთებელი ხაზ შუა წერტილი, ამ წერტილის ქვევით ვათავსებთ ერთ ხელს, ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი;
ეს არის ის ადგილი, რომელზეც თქვენ უნდა მოახდინოთ ზეწოლა;
> დაადეთ მტევანი ზემოდან მეორე ხელს, შეჭიდეთ თითები და ასწიეთ ზემოთ ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი;
>
გაშალეთ ხელები იდაყვის სახსარში ისე, რომ თქვენს ხელებსა და გულმკერდის წინა კედელს შორის იყოს სწორი კუთხე. მოახდინეთ ზეწოლა მკერდის ძვალზე ისე, რომ ზეწოლის სიღრმე არ აღემატებოდეს 4-5 სმ-ს. ზეწოლის შემდეგ ხელების მოუშორებლად მიეცით მკერდის ძვალს საწყის მდებარეობაში დაბრუნების საშუალება. ზეწოლისას ითვალეთ: “ერთი, ორი, სამი, ოთხი 15-მდე” ისე რომ 1 წუთში გამოვიდეს 100 ზეწოლა მკერდის ძვალზე.