პირველ რიგში გახსენით სასურველი სურათი. იმისათვის, რომ კბილები თეთრი გახადოთ არსებობს რამდენიმე ხერხი, ამ ინსტრუქციაში წარმოდგენილია ორი ხერხი. I - აირჩიეთ ხელსაწყო Dodge Tool. დააკვირდით, რომ Range-ში არჩეული იყო Midtones გადაატარეთ ფუნჯი კბილებზე იმდენჯერ სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს. პირველი ხერხი ასე თუ ისე ეფექტურია, მაგრამ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში არ გამოგადგეთ. II - აირჩიეთ ხელსაწყო Quick Selection Tool და მონიშნეთ კბილები. აირჩიეთ Create new fill or adjustment layer აირჩიეთ Hue/Saturation. ამოძრავეთ Saturation და Lightness თქვენი სურვილის მიხედვით. ამ შემთხვევისთვის Saturation: -42; Lightness: +19. თქვენი სურათიც მზადაა.