სოკეტი (სლოტი)
იმისათვის, რომ მოხდეს დედა-პლატასთან კავშირის დამყარება, საჭიროა ორივე მოწყობილობას ჰქონდეს ერთნაირი სოკეტი. თუ თქვენ აპირებთ პროცესორის შეძენას გამზადებული კომპიუტერისათვის - გაიგეთ მისი დედა-პლატის სოკეტის სახელი. ამაში დაგეხმარებათ ინფორმაციული პროგრამები (მაგ:EVEREST). ასევე შეგიძლიათ მოხადოთ თავსახური სისტემურ ბლოკს, ამოიწეროთ დედა-პლატის სახელი და მოიძიოთ მისი სპეციფიკაცია მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.
ჩვეულებრივ, საოფისე კომპიუტერებისათვის იყენებენ -
LGA1156 სოკეტს, სახლის კომპიუტერებისათვის -
LGA1366, სათამაშო კომპიუტერებისათვის კი -
LGA2011-ს.