როგორ მოვამზადოთ მოცვის კექსი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მოცვის კექსი

 

ღუმელი გააცხელეთ 200C-მდე, საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი ან შიგნიდან ქაღალდის ფორმები ჩააწყვეთ. ჩაყარეთ ჯამში ფქვილი, ცომის საფხვიერებელი, შაქარი, მარილი, შაქრიანი ვანილი, ლიმონის ცედრა და მოურიეთ.

 

სხვა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ გამდნარი კარაქი და რძე. დაუმატეთ ფქვილიანი მასა და მოცვი. ჩაასხით ცომის ფორმებში აცხვეთ დაახლოებით 25 წთ, სანამ ნამცხვარი ოქროსფერი არ გახდება. გააგრილეთ და მოაყარეთ შქარის პუდრა.