როგორ ავაჩქაროთ Windows 7-ის ჩატვირთვა - rogor.ge

როგორ ავაჩქაროთ Windows 7-ის ჩატვირთვა

 

გათიშეთ პროგრამები და შეინახეთ ყველაფერი თუ რამეზე მუშაობდით, რადგან პროცესის ბოლოს კომპიუტერის გადატვირთვა იქნება საჭირო.

 

გახსენით [u]Start[/u] და ქვედა ველში აკრიფეთ [u]Msconfig[/u], დააჭირეთ ღილაკს Enter.

 

გამოჩნდება ფანჯრა, აირჩიეთ [u]Selective startup[/u], როგორც ეს სურათზე ნაჩვენები.

 

დააკლიკეთ ფანჯრის ზედა ღილაკს [u]Startup[/u]. გაიხსნება პროგრამების სია, რომლებიც ირთვება ავტომატურად Windows-ს ის ჩატვირთვასთან ერთად. მათი უმეტესობა შეიძლება სულ არ დაგჭირდეთ მთელი დღის განმავლობაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Windows ჩვეულებრივზე გვიან ჩაიტვირთება, პროცესების სიმრავლეც ხელს შეუწყობს კომპიუტერის ზედმეტ დატვირთვას. მონიშნულ პროგრამებს მოაშორეთ მონიშვნები, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. კომპიუტერის ჩართვისას კი, თუ რომელიმე პროგრამის გამოძახება დაგჭირდებათ, თქვენ თვითონ გახსნით მას სურვილისამებრ.

 

მას შემდეგ, რაც მონიშნული პროგრამების სიას მინიმუმამდე დაიყვანთ, დააკლიკეთ [u]Apply[/u], რის შემდეგაც გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც მოითხოვს კომპიუტერის გადატვირთვას. კომპიუტერის გადასატვირთად დააჭირეთ [u]Restart[/u]. კომპიუტერი გადაიტვირთება და ამოქმედდება თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები. თუ თქვენ გაინტერესებთ Windows 7-ის ასწრაფერბის სხვა გზები იხ. როგორ ავასწრაფოთ Windows 7