როგორ მოვიცილოთ გამონაყარი სახეზე - rogor.ge

როგორ მოვიცილოთ გამონაყარი სახეზე

პირველ რიგში, უნდა გაიგოთ ხართ თუ არა რამის მიმართ ალერგიული (მაგ. თხილი; ნიგოზი; მტვერი...), შეგიძლიათ მიიღოთ ალერგიის საწინააღმდეგო წამალი ან წაისვათ მალამო.

რეკომენდებულია ყოველ საღამოს დაიბანოთ სახე სპეციალური საშუალებით და გაიწმინდოთ სველი ნაჭრით. გოგონებმა შეეცადეთ გამოიყენოთ მცირე რაოდენობით მაკიაჟი.

შეეცადეთ მიღოთ რაც შეიძლება მცირე რაოდენობის სასმელი და ნიკოტინი. აუცილებელია კარგად გამოიძინოთ მინიმუმ 8 საათი მაინც.

პროფილაქტიკა

ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმს, გაიმდიდრეთ რაციონი რძის ნაწარმით, ხილით, ბოსტნეულით. მარილის შემცირებაც არ იქნება ურიგო.ხელი არ ახლოთ გამონაყარს გამორწყვისას კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.დღეში ორჯერ დაიბანეთ პირი ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.გამოიყენეთ მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც აქვს წარწერა ნონ ცომედოგენ.ერიდეთ მზის სხივებს ნამზეური აკნეს მხოლოდ ნიღბავს.

მკურნალობა

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, რაც დერმატოლოგის პრეროგატივაა, ექიმი კოსმეტოლოგი კი კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ.

თუ აკნეს მიზეზი ჰორმონული დარღვევები აღმოჩნდა, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნეს დროს მიმართავენ კანის ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით, რომლებიც კომედონების საწინააღმდეგო, ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს.

ჰორმონული დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონები.

ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა.