მოწალვა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ტოლმა?

ტოლმა გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი საჭმელია. სასარგებლოც, რადგან კომბოსტო ბევრ С ვიტამინს შეიცავს, ხორცი კი პროტეინებს. ის მსუყეცააა და ბარაქიანიც. ერთი შეხედვით, მისი რეცეპტი ყველამ ვიცით, მაგრამ ხშირად რაღაც დეტალი გვავიწყდება. ხან არ გვახსოვს რომელი მწვანილი უნდა ჩავყაროთ ფარშში, ხანაც სადილის მომზადების დრო გვაფიქრებს. ამიტომ კარგი იქნება თუ მუდამ ხელთ გვექნება ტოლმის მომზადების რეცეპტი. საჭირო დროს ჩავხედავთ და ვიხელმძღვანელოთ.