როგორ მოვატყუოთ სიცრუის დეტექტორი (პოლიგრაფი)
ტყუილის დეტექტორი, ანუ პოლიგრაფი - ადამიანური საკმაოდ ცნობილი გამოგონებაა. თუ ადრე რომელიმე თქვენგანს შეეძლო მასთან შეხება ჰქონოდა მხოლოდ ცუდ სიტუაციაში მოხვედრილს, გამომძიებლის კაბინეტში, დღეს უკვე ბევრი ფირმა სთავაზობს საკუთარ მომსახურებას დამსაქმებლებს, მეუღლეებს. ტელევიზიაშიც კი გაჩნდა ბევრი ტელეგადაცემა, სადაც თითქოს ტყუილის დეტექტორს იყენებდნენ სიმართლის გამოსარკვევად. ნებისმიერი პოლიგრაფოლოგი გეტყვით, რომ ტყუილის დეტექტორის შეცდომაში შეყვანა შეუძლებელია, მაგრამ ეს მითია, მოგონილი თავად პოლიგრაფოლოგების მიერ. პოლიგრაფის მუშაობის პრინციპი დამყარებულია იმაზე, რომ ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს კითხვებზე და ამ სხვაობას რეაქციებს შორის აფიქსირებს მოწყობილობა. დღესდღეობით ტყუილის დეტექტორის მუშაობის სიზუსტე არ შეადგენს 80%-ზე მეტს. გაინტერესებთ დეტექტორის მოტყუების რა საშუალებები არსებობს?