მხედველობის გაუმჯობესება - rogor.ge

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა სათვალის გარეშე

სათვალის გარეშე მხედველობის გაუმჯობესების სხვადასასხვა მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი 20-ე საკუნის ცნობილი ექიმის [u]უილიამ ბეითსის[/u] მიერ არის შემუშავებული. ბეითსის მიხედვით, ცუდი მხედველობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ფსიქიური დაძაბულობა, რომელიც დაკავშრებულია მხედველობაზე ძალდატანებასთან. ამით ბეითსი ხსნის იმ მიზეზებს, თუ რატომ უარესდება მხედველობა ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად. ცივილიზებული ცხოვრების პირობებში ადამიანის ფსიქიკა მუდმივად დაძაბულია. თანამედროვე ადამიანი ბევრს ნერვიულობს და განიცდის, რაც რათქმაუნდა პირდაპირპროპორცოიულად მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.