როგორ შევამციროთ თმის შეღებვისგან მიყენებული ზიანი
ბევრი ადამიანი ამჩნევს, რომ დროთა განმავლობაში შეღებილი თმა უფრო მტვრევადი ხდება და ცვივა.შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება?
პირველი და მთავარი წესი პროფესიონალური საშუალებების გამოყენებაა. საყოფაცხოვრებო საღებავები შეიცავს ამიაკის მაღალ კონცენტრაციას, რომელიც საზიანოა თმისთვის. გარდა ამისა, პროფესიონალური ხაზები შეიცავს კვების და მოვლის სხვადასხვა კომპონენტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კანისა და თმის მოვლას (ისინი მინიმუმამდე ამცირებენ გაღიზიანებას და თმის კუტიკულების დაზიანებას).