როგორ მივაღწიოთ ორგაზმს? (ქალებისთვის)
ქალებს ხშირად აწუხებთ ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები. უამრავი კვლევა არსებობს და სექსოლოგებიცამასვე ამტკიცებენ, რომ საქართველოში უჩვეულოდ მაღალია ქალების რიცხვი, რომლებიც ანორგაზმიას განიცდიან, მაგრამ ასევე უამრავია ქალი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დაავადების კლინიკურ ნიშნებს არ განიცდის, საკუთარი, ან პარტნიორის გამოუცდელობისა და მოუწადინებლობის გამო, სექსით სრულყოფილ სიამოვნებას ვერ იღებს. სექსოლოგები ამბობენ, რომ თუ თქვენ ვაგინალურ ორგაზმს ვერ იღებთ, ე.ი. პენისის შეღწევით სიამოვნების განცდა გიჭირთ, მაშინ კლიტორის დამატებითი სტიმულირების ხერხს უნდა მიმართოთ.