ლიცენზია - rogor.ge

როგორ გაიცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია

2011 წლის განვლილ 6 თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით 21 აუქციონი გაიმართა, ოცდაერთივე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით. აუქციონებზე გამოტანილთაგან 18 ობიექტი – მიწისქვეშა წყლებია (მტკნარი, დაბალი მინერალობის წყალი, მინერალური, გეოთერმული), 98 ობიექტი კი - მყარი წიაღისეული (მადნეული, არამადნეული, სათბობი, სამშენებლო მასალები და სამთოქიმიური ნედლეული). ჯამში ექვსი თვის განმავლობაში 116 ლიცენზია გაიცა, ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებულმა შემოსავლებმა კი 15 488 152.5 ლარი შეადგინა. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის რესურსების) სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

როგორ მივიღოთ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

საქართველოს წიაღის გეგმაზომიერი შესწავლა ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის განსასაზღვრავად და ბურღვითი სამუშაოები საბადოების გამოსავლენად და ნავთობის მოსაპოვებლად დაიწყო XX საუკუნის 20-ანი წლებიდან, როდესაც ჩამოყალიბდა სპეციალიზირებული საწარმოო "საქნავთობი". ბოლო 70-80 წლის განმავლობაში ქვეყანაში შესრულებული იქნა დიდი მოცულობის ძებნა-ძიებითი სამუშაოები (გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევები, სტრუქტურული და ღრმა ბურღვა), რის შედეგადაც გამოვლენილი იქნა 16 ნავთობის, 1 გაზნავთობის და 1 გაზის საბადო. ნავთობის წლიური მოპოვების პიკი მოდის 1980-1983 წლებზე, როდესაც ეს მაჩვენებელი 3.2-3.3 მლნ. ტ-ს შეადგენდა. შემდგომ პერიოდში ნავთობის მოპოვებამ მკვეთრად იკლო და ბოლო ხანებში წლიური მოპოვება 60-140 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს.