როგორ შეინარჩუნოთ სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობა 60 წლის შემდეგ
ჩვენს საზოგადოებაში ოდესღაც დახურული სქესობრივი ურთიერთობის თემა ყველაზე განსახილველი გახდა.თუმცა ხანდაზმულ ასაკში სექსი იუმორისტების ხუმრობის საგანი უფროა. მიუხედავად ამისა, ასაკოვანი ადამიანებისთვის სპეციალისტები ცხოვრების ამ სფეროს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა შეიმუშაონ რეკომენდაციები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ქალებსა და მამაკაცებს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდეთ ინტიმური ურთიერთობის სურვილი და უნარი.