როგორ გაიცემა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია
2011 წლის განვლილ 6 თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით 21 აუქციონი გაიმართა, ოცდაერთივე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით. აუქციონებზე გამოტანილთაგან 18 ობიექტი – მიწისქვეშა წყლებია (მტკნარი, დაბალი მინერალობის წყალი, მინერალური, გეოთერმული), 98 ობიექტი კი - მყარი წიაღისეული (მადნეული, არამადნეული, სათბობი, სამშენებლო მასალები და სამთოქიმიური ნედლეული). ჯამში ექვსი თვის განმავლობაში 116 ლიცენზია გაიცა, ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებულმა შემოსავლებმა კი 15 488 152.5 ლარი შეადგინა. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის რესურსების) სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.