Facebook ვირუსი ფაცებოოკ - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ Facebook-ის დავირუსებისას

Facebook-ის აქტიური მომხმარებლები შეამჩნევდით, რომ სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება სხვადასხვა ტიპის "ვირუსები", კერძოდ ავტომატურად შეიძლება თქვენი მოგებრების პროფილებიდან მოინიშნოთ გარკვეულ ფოტოებზე და ვიდეოებზე (ხშირ შემთხვევაში ვულგარულ კონტენზე რომელიც მეტ უხერხულობასა დადისკომფორტს ქმნის). დაკლიკების შემთხვევაში კი თქვენც დავირუსდებით და თქვენს მეგობრებს გაეგზავნებათ შეტყობინებები და მოინიშნებიან (დაითაგებიან) ისევე როგირც თქვენ. ხშირად ასეთ ამ ვირუსების გავრცელების მიზეზი დაუკვირვებლობა და ზედმეტი ცნობისოყვარობაა,რადგან დაკლიკების შემდეგ გადადიან სხვადასხვა საიტებზე, ისე რომ არ იციან სად, ასევე ეთანხმებიან საეჭვო აპლიკაციებსაც, რაც უკვე არც თუ ისე იშვიათად არის ამ ვირუსების გავრცელების მიზეზი. პრობლემის მოგვარება რამდენიმე წუთში მარტივად შეიძლება, ასამისათვის გაეცანით ინსტრუქციას სრულად და შეასრულეთ.