როგორ გადავაჩვიოთ კატა დაკაწვრას?
კატები თავისი ბუნებით მტაცებლები არიან, ამიტომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას ისინი კბილებითა და ბრჭყალებით ცდილობენ. როდესაც პატარა კნუტი გკბენთ და გფხაჭნით, ეს გახალისებთ, მაგრამ როდესაც ამას უკვე ზრდასრული კატა აკეთებს, მისთვის უწყინარი გართობა, თქვენთვის ტრავმით შეიძლება დასრულდეს. იმისთვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრის მსგავსი საქციელი აღკვეთოთ, ის კნუტობიდან უნდა აღზარდოთ და მიაჩვიოთ სწორ ჩვევებს.