როგორ მოვაგვაროთ ნაადრევი ეაკულაციის პრობლემა
ნაადრევი ეაკულაცია არის იგივე ეაკულაცია, როდესაც მამაკაცის ეაკულაციის მომენტი დგება სასურველ მომენტამდე - სასქესო ასოს საშოში შეყვანამდე, ან უშუალოდ შეყვანის შემდეგ, რაც ერთ-ერთი, ან ორივე პარტნიორის დაუკმაყოფილებლობას იწვევს. სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის კრიტერიუმები დადგენილი არ არის, თუმცა, თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას განიცდით, რომლის მიზეზია ნაადრევი ეაკულაცია ქალის ორგაზმის დადგომამდე – ე.ი. საქმე ნაადრევ ეაკულაციას ეხება. ამჟამად ნაადრევ ეაკულაციაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცი ვერ აკონტროლებს საკუთარ ეაკულაციას. ნაადრევი ეაკულაციის უპირველესი მიზეზია სქესობრივი მოთხოვნილებების არათანაზომადობა თავშეკავების ხანგრძლივობასთან. მეორე მიზეზი, რომელიც შეიძლება პირველს დაემატოს, ფსიქოლოგიურია: შიში შესაძლო წარუმატებლობის გამო. ნაადრევი ეაკულაცია – მამაკაცებში სქესობრივი დისფუნქციის ყველაზე გავრცელებული სახეობაა; ნაადრევი ეაკულაცია ძლიერი სქესის თითქმის 65% აღენიშნება.