რეგულარული ვარჯიში გვეხმარება ვიყოთ ფორმაში და დავაგვიანოთ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების დაწყება. ეს ეხება ჩვენი სხეულის ყველა ორგანოს, მათ შორის ტვინს. ჩვენ გეტყვით 4 მარტივ სავარჯიშოს, რომელიც ხელს შეუწყობს მეხსიერების და სხვა შემეცნებითი ფუნქციების შენარჩუნებას სიბერემდე.
არასოდეს არ არის გვიან, რომ დავიწყოთ ზრუნვა ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოზე - ტვინზე. სწორი ცხოვრების წესი და ჯანსაღი ჩვევები დემენციის რისკს მესამედით ამცირებს!
თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ საკუთარ ტვინს იგრძნოს სიხარული და ბედნიერება! როგორც ჩანს ყველაფერი თქვენს ხელთაა. გაქვთ შესაძლებლობა აღიქვათ ცხოვრება და მოახდინოთ რეაგირება მის გამოვლინებებზე ისე როგორც თავად გსურთ. ნუ იჩქარებ თავიდანვე განეწყო სკეპტიკურად და იფიქრო არის ეს ასე თუ არა.
ადამიანის ტვინი რეგულარულად არის მომართული შეცდომების პოვნასა და ნეგატიური მომენტების ანალიზზე, ის ეჩვევა ასეთ რეჟიმში მუშაობას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იურისტები, აუდიტორები და სხვა მრავალი პროფესიის ადამიანები, რომელთა სამსახურიც გულისხმობს პრობლემების ძებნასა და გამოსწორებას, სამუშაოს დასრულების შემდეგადაც, 2/3- ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან დეპრესიით. ეს ფაქტი და რეალობა ძალიან წამლავს ცხოვრებას, სურვილისამებრ ხომ ძალიან ადვილად ცუდის პოვნა ყველა მეორე ნაბიჯზეა შესაძლებელი.