მაშინ, როცა არ გაკმაყოფილებთ საკუთარი კომპიუტერის ვიდეო მონაცემები და გსურთ მათი გაუმჯობესება საჭირო ხდება არსებული მაჩვენებლების გაზრდა ვიდეო ბარათის გამოცვლით ან სულაც ახლის დაყენებით. ამისათვის საჭიროა რამდენიმე მარტივი მოქმედების შესრულება.
ვიდეობარათი არის კომპიუტერის ის ნაწილი, რომელსაც ევალება გამოსახულების გენერირება და დისპლეისთვის გადაცემა და რაც უფრო კარგი ხარისხისაა ვიდეობარათი მით უფრო ჩქარი და ხარისხიანი გამოსახულება იქნება ეკრანზე.
GPU-Z არის ძალიან მარტივი [url=/articles/cat/117/programebi-da-chanartebi.html]პროგრამა[/url], რომლის მეშვეობითაც გაიგებთ თქვენი ვიდეობარათის არა მხოლოდ მოცულობას, არამედ დეტალურ ინფორმაციას.