საახალწლო სუფრა - rogor.ge

საახალწლო სუფრის სერვირება: სასარგებლო რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ ყველაფრის წინასწარ მომზადებაში

ახლოვდება ჯადოსნური დრო, როცა აღმოჩნდება, რომ არაფრის გაკეთების დრო არ გაქვთ და ყველაფერი ადრე უნდა მოგემზადებინათ. ჩვენ გეტყვით, როგორ გააწყოთ საახაწლო სუფრა დაუჩქარებლად.

როგორ გავშალოთ საახალწლო სუფრა

ნელ-ნელა ახლოვდება ახალი წელი. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს. საგანგებოდ აწყობენ [url=/article_678_rogor-movrtot-nadzvis-xe.html]ნაძვის ხეს[/url] და ასევე ფიქრობენ თუ როგორ გააწყონ სუფრა. ახალი წელი თითქმის ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და ყველა ოჯახში აღინიშნება. ერთ-ერთი საახალწლო ტრადიცია არის ნაძვის ხის დადგმა, მისი მორთვა სხვადასხვა სათამაშოებითა და წვიმებით. ნაძვი სიცოცხლის მარადიულობის სიმბოლოა. დასავლეთ საქართველოში კი ნაძვთან ერთად ჩიჩილაკს დგამენ. ჩიჩილაკი ძირითადათ თხილის ხისგან კეთდება, მას ტკბილეულითა და ხილით რთავენ. ხოლო ახალი წლის სუფრის გაწყობას ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ყველა დიასახლისი ცდილობს უცნაური და მრავალფეროვანი კერძებით შეამკოს სუფრა. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს და ჩვენ შემოგთავაზებთ, როგორც ტრადიცუილს ისე მრავალფროვან კერძებს. მანამდე კი წაიკითხეთ ერთი საინტერესო ცნობა იმის შესახებ თუ, როგორი წელი გველოდება 2013-ში. 2013 გველის წელიწადია. ძველად ჩინელები მიიჩნევდნენ, რომ სახლში გველი სისუფთავის მანიშნებელია და რომ ამ ოჯახს შიმშილი არ შეაწუხებდა. გველის წელი მოდის დრაკონის წლის შემდეგ და ყოველ 12 წელიწადში მეორდება. საახალწლო სუფრა უნდა იყოს ლამაზი ქსოვილისგან და არანაირი მყვირალა ფერები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნაძვის ხე არ უნდა იყოს გადატვირთული. გველის წელისთვის იდეალური იქნება თუ ნაძვის ხეს ერთ ფერში მორთავთ.