მობილური ინტერნეტი - rogor.ge

დიდი ხნის ნანატრი ზაფხულის შვებულება ახლოვდება და სამოგზაურო ინტერნეტი გაქვს?

ზაფხულიც მოვიდა. ეს ის დროა, რომელსაც მთელი წელი ელოდი. შეგიძლია, ცოტა ხნით ყველაფერს მოწყდე, დაივიწყო სამსახური, პირადი პრობლემები და ყოველდღიურობისთვის თანმდევი საყოფაცხოვრებო სირთულეები. ხანგრძლივი, დატვირთული დღის წესრიგის მერე ნამდვილად იმსახურებ განტვირთვას. ასე რომ, ისღა დაგრჩენია, ბარგი ჩაალაგო. წინ ახალი თავგადასავლები გელის!

წელს საით გაქვს გეზი აღებული? საით მიგიწევს გული - მთისკენ თუ ზღვისპირა კურორტზე? უკვე დაგეგმე, რომელი ღირსშესანიშნაობები უნდა მოინახულო, სად აპირებ დარჩენას ან რამდენი ხნით? და სამოგზაურო ინტერნეტი თუ გაქვს? ხომ იცი, უცხო ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის MB-ების გარეშე გზის გაკვალვა გაგიჭირდება. თან შთაბეჭდილებები საყვარელ ადამიანებსაც ხომ უნდა გაუზიარო. ამიტომ, გახსენებთ, რომ წინასწარ დაიჭირო თადარიგი და შენზე მორგებული სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტი შეარჩიო.

როგორ ჩავრთოთ ინტერნეტი ლეპტოპზე ანდროიდ სმარტფონის გამოყენებით

თუ თქვენ ხართ ქალაქგარეთ ან ისეთ ადგილას სადაც არ არის ინტერნეტთან წვდომა, თქვენ კი ის სასწრაფოდ გჭირდებათ - ნუ აღელდებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ანდროიდის სმარტფონები როგორც მოდემი. იმისათვის, რომ ეს "ოპერაცია" წარმატებით წარმართოთ, გაეცანით ინსტრუქციას სრულად.