სესხების შედარება - rogor.ge

რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი – რისკები, რომლებიც სესხის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში აღების დროს უნდა გაითვალისწინოთ

ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობის დროს უნდა გაითვალისწინოთ რისკები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეთ. რისკების წინასწარი შეფასება და მინიმალიზაცია გონივრული გადაწყვეტილების მიღებასა და საბანკო პროდუქტით მაქსიმალური სარგებლის მიღებაში დაგეხმარებათ.

საბანკო პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტ რისკს შეიცავს, სესხია. თუ სესხის აღება გადაწყვიტეთ, არაერთი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ. მათ შორის კი უპირველესია, გადაწყვიტოთ, რომელ ვალუტაში აიღებთ ფინანსურ ვალდებულებას. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ სესხს არასწორად შერჩეულ ვალუტაში აიღებთ, სავალუტო კურსის ცვლილების გამო წლიდან წლამდე თვიური გადასახადი შეიძლება მნიშვნელოვნად მოგემატოთ. ეს კი საბანკო პროდუქტის მომხმარებელს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. გადასახადის მომატების გამო ბანკი მას ვერც საპროცენტო განაკვეთს დაუწევს და ვერც კურსის ცვლილებისგან დაიცავს.

მეორე მხრივ, სესხის გაცემის დროს ბანკსაც სჭირდება გარანტია, რომ სხვადასხვა ცვლილების დროს მსესხებელი პროცენტის გადახდას შეძლებს. სესხის უზრუნველყოფა მოიცავს შემოსავლების დადასტურებას, ფინანსური ვალდებულების უძრავი ქონებით უზრუნველყოფას, თავდებ პირს.

რისკების შემცირება ორივე მხარისთვის, ბანკისთვისაც და მსესხებლისთვისაც დიდწილად დამოკიდებულია ვალუტაზე, რომელშიც სესხი გაიცემა.

როგორ შევადაროთ სესხები ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში

www.creditwok.com-ის საშუალებით მომხმარებლებს ადვილად შეუძლიათ სწრაფად და კომფორტულად შეადარონ, საქართველოს მასშტაბით დიდი რაოდენობით სხვადასხვა სესხის გამცემი კომპანიების პირობები ერთმანეთს. ვებ-გვერდი გთავაზობთ საფინანსო კომპანიებისა და მათი ფინანსური პროუქტების შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, ასაკობრივი ზღვარი, სესხის მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა, ფარული გადასახადები და სხვა. ამ ინფორმაციის მეშვეობით, საკმაოდ გაადვილებულია სესხის გამცემი კომპანიის არჩევა და მათი სერვისებით სარგებლობა.

როგორ შევადაროთ სესხის პირობები ერთმანეთს

თუ თქვენ გსურთ მიკრო ონლაინ სესხის აღება და არ იცით რომელი კომპანიის შემოთავაზებით ისარგებლოთ, მაშინ ეს ინსტრუქცია თქვენთვისაა. სესხის აღებესას საჭიროა იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული, გაეცნოთ შემოთავაზებებს, ვადებს დაბრუნების პირობებს. სესხების აღების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე ცნობილი და გამოსადეგი არის ონლაინ სესხები, მათი პოპულარობა ყოველ დღე მკვეთრად იზრდება. მათი ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს არჩევა კი ერთი შეხედვით რთულია, თუმცა მოცემულ ინსტრუქცია გთავაზობთ საშუალებას, რაც დაგეხმარებათ ამპროცესის გამარტივებაში.