ტრანსპორტირება - rogor.ge

როგორ დავიცვათ ქცევის წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტში კომფორტული მგზავრობისთვის

თუ დიდი ხანია არ გიმგზავრიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შეიძლება არც გახსოვდეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. ყურადღებით ყოფნა და გარკვეული წესების ცოდნა თქვენს მგზავრობას ბევრად უფრო გაამარტივებს.

3 რჩევა, როგორ ავარიდოთ თავი თბილისში შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსს

ქაოსი არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ძალიან აფერხებს გადაადგილებას, მაგრამ ხალხი თავად ვერ მოიფიქრებს აქედან გამოსავალს, აქაც საჭიროა სპეციალისტების ჩარევა - ასე ეხმაურება სატრანსპორტო კოლაფსს თბილისის ქუჩებში ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში მევლუდ მელაძე. როგორც მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, კარგია ახალი ავტობუსები და საავტომობილო ზოლები, მაგრამ გამოსასწორებელი კიდევ ბევრია.

„ძალიან მტკივნეული თემაა და გვინდა თუ არ გვინდა, ყველას გვეხება, რადგან გადაადგილება ყველას გვიწევს. მთელი ეს სიტუაცია უღრან ტყეში შესვლას მაგონებს, როცა გგონია, რომ მოკლე გზით გადაივლი ამ ტყეს და რაც უფრო ღრმად შედიხარ, უფრო შორდები იმ გზას, საიდანაც გადაუხვიე. ადრე თუ გვიან უკან დაბრუნება მოგიწევს, რათა სწორ გზაზე გააგრძელო სიარული და ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენც იგივე უნდა ვქნათ, უნდა დავბრუნდეთ, საიდანაც გადავუხვიეთ და თავიდან დავიწყოთ შეცდომების გამოსწორება.

ყველაფრის წყალში გადაყრა, რაც გაკეთებულა, სწორი არ იქნება, მაგალითად, ძალიან კარგია ახალი ავტობუსები და საავტომობილო ზოლები, მაგრამ გამოსასწორებელი ბევრია და ჩამოვთვლი:

როგორ მოვემზადოთ სახლიდან გადასვლისთვის?

სახლიდან გადასვლა სტრესთანაა დაკავშირებული. წარმოდგენაც კი გვიჭირს რამდენი საქმეა გასაკეთებელი, როგორ უნდა აუვიდეთ. მაგრამ კარგი მენეჯმენტის პირობებში ყველა საქმე მარტივდება. სწორედ ამიტომ აღნიშნულ ინსტრუქციაში გასწავლით, როგორ მოემზადოთ სახლიდან გადასვლისთვის, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რა ნივთები მოიმარაგოთ. ამგვარად სტრესსაც უავლით გვერდს და არეულობასაც.