როგორ შევარჩიოთ მოსაპირკეთებელი ფილები
მოპირკეთებისათვის გამოიყენება როგორც ხელოვნური ფილები ასევე ფილები ბუნებრივი ქვის მასალებისაგან (მარმარილოს, გრანიტის და სხვა). მოსაპირკეთებელი მასალები ძირითადად გამოდის კვადრატული ან მართკუთხა ფორმის. ზომები მერყეობს 100 მმ-დან 600 მმ-დე. ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალებისაგან ძირითადად გამოირჩევა კერამიკული ფილები (შიგა ინტერიერების და ფასადური), პოლისტიროლის, წიდა-სტალის, ფილები "მარბრიტი", მინა-მარმარილოს, სიგრანის (სინთეზური გრანიტის), ფერადი სმალტის ფილები.