პროცენტი - rogor.ge

როგორ შევაგროვოთ ფული

ფულის დაგროვება საკმაოდ წინდახედული და კომფორტული ნაბიჯია იმისთვის, რომ თავი აარიდოთ კრიზისულ მომენტებს და გამოუვალ სიტუაციებს, აირიდოთ თავიდან გაუთვალისწინებელი ხარჯი და შეძლოთ ზედმეტი დანაკარგების გარეშე იმ ნივთის შეძენა, რაც დიდ თანხებს მოითხოვს, ერთად აღებული კი ამ მომენტისთვის არ გაქვთ. ფულის შეგროვება საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ბანკის კრედიტის დაგროვილ პროცენტებს და მიანიჭოთ საკუთარ თავს უზრუნეველი ცხოვრების ბედნიერება. თუ როგორ უნდა დააგროვოთ ფული, ამის შესახებ აღნიშნულ ინსტრუქციაში გიამბობთ.

როგორ დავადგინოთ რთული პროცენტების დარიცხვის სიხშირე

საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე და კრედიტებზე ჩვეულებრივ დგინდება წლიური საპროცენტო განაკვეთების ფორმით, რაც გულისხმობს პროცენტების წლიურ დარიცხვას(annual percentage rate, APR) მათი დარიცხვის განსაზღვრული სიხშირით, მაგ. ყოველთვიურად. გამომდინარე იმისგან, რომ პროცენტების დარიცხვა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საპროცენტო განაკვეთების შედარება. ამას აკეთებენ ე.წ. მოქმედი ანუ ეფექტური (effective annual rate EFF) წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის გზით.