ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ ატაროთ გრძელი აბრეშუმის შარფი თქვენი სამოსის გასალამაზებლად? ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა მოსაწყენი ტანსაცმლის სატარებლად და შესაძლოა შარფი იყოს ის მთავარი ელემენტი, რომელიც თქვენს ჩაცმულობას აკლდა.
ყველა მამაკაცმა არ იცის თუ როგორ უნდა შეიხვიონ შარფი სწორად, როგორც წესი მას იყენებენ სიცივისგან თავის დასაცავად. მამაკაცები უმეტესს შემთხვევაში კაშნეს მალავენ ქურთუკისა და პლაშის შიგნით, ამით კი ისინი არ ანიჭებენ ამ მნიშვნელოვან აქესუარს სათანადო მნიშვნელობას.
როგორ.ჯი გთავაზობთ საშუალებას ჩაატაროთ ექსპერიმენტები შარფზე და საკუთარ სტილზე. მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ 10 ფოტო ინსტრუქცია, რაც დაგეხმარებათ ორიგინალურად შეიხვიოთ შარფი.ეს რჩევები ასევე გამოგდგებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
თხელი ფაქტურის კაშნე იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ის კისერზეც გავიკეთოთ, კაბაზე ქამრის მაგივრობა გაგვიწიოს, სადა პერანგს ან ყელამოღებულ მაისურს ძალიან უხდება კვადრატული ფორმის თხელი აბრეშუმის კაშნე.
კაშნე ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს "დამალვა" და "ცხვირი" (Fr. cache-nez ). კაშნეს სტილთა უამრავი რაოდენობა არსებობს ამიტომ მათი გამოყენების და თავის მორთვის მეთოდიც უამრავია. თანაც კაშნეს ტარება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.