აპათია - rogor.ge

როგორ დაძლიონ სტრესი აბიტურიენტებმა და შეიმსუბუქონ მოსამზადებელი პერიოდი

აბიტურიენტებისთვის გამოცდების პერიოდი სერიოზული გამოწვევაა, რომელიც ხშირად სტრესთან, შფოთვასთან და გადაღლილობასთან ასოცირდება. მოსამზადებელი პროცესი დაძაბული და ემოციურად დამღლელია, თუმცა არსებობს გზები, რომლებიც ამ პროცესს უფრო მარტივსა და ეფექტურს გახდის.

როგორ დავამარცხოთ აპათია (გულგრილობა, უინტერესობა)

სიცოცხლით სავსე და გატაცებულმა ადამიანებმა ყველაზე უკეთ იციან თუ რა არის აპათია. მიზეზი ძალიან მარტივია, ვინაიდან ისინი მიჩვეულები არიან აქტიურ ცხოვრებას, ენერგიის მიღებას და გაცემას, ხოლო როცა დგება მომენტები, როცა ცხოვრება მათ არ აძლევს ჩვეულ სიხარულს და ხალისს ისინი რეალურად გრძნობენ თუ რა არის აპათია. ამაში გასაკვირი არაფერია: მძიმე სტრესი, ცხოვრების ქოტური ტემპი, მოვლენები რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ყვეალფერი ერთად გროვდება და იწვევს დეპრესიასა და აპათიას. ადამიანს, რომელსაც აღენიშნება აპათიის ნიშნები, მას არაფერი არ უნდა, ყველაფრის მიმართ გულგრილია, ის საქმეებიც კი, რომელთა გაკეთებას მცირე დრო სჭირდება, ხშრად მთელი დღე ან რამდენიმე დღეს ანდომებს. ასეთი დამოკიდებულების ხანგრძილვი დროით გაგრძელება ძალიან საშიშია, რადგან გარკვეულ სიტუაციებში ასეთი ადამიანებებს აქვთ მიდრეკლიება სუიციდისკენ. ამიტომაც სანამ უფრო რთულ ეტაპზე გადავა აპათია, საჭიროა მისი მალევე დამარცხება. ამასთამ გამკლავებაში კი დაგეხმარებათ მოცემული ინსტრუქცია.