ხელისგულზე მკითხაობა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ქირომანტია, არის მისტიკური ხელოვნება, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, ნამდვილად ხართ დაინტერესებული ქირომანტიით, თუ ეძებთ სახალისო გზას თქვენს მეგობრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად, ჩვენ გთავაზობთ ხაზების გაშიფრვის სქემებს და ერთგვარ "სახელმძღვანელოს" ხელისგულზე არსებული ხაზების ინტერპრეტაციისთვის.
გულის ხაზი მართავს ადამიანის ცხოვრების ემოციონალურ სფეროს. მასზე დაკვირვებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს გარშემომყოფებთან. იმისათვის, რომ დავადგინოთ თუ რას ამბობს ეს ხაზი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საჭიროა ყურადღებით შეისწავლოთ მარჯვენა ხელის გული. ეს ხაზი როგორც წესი იწყება საჩენებელსა და გრძელ თითებს შორის და სრულდება ხელის მტევანთან ნეკა თითის ბოლოს. ამ გზით ის კვეთავს მთელს ხელის გულს. მოცემულ სურათებზე ხელის გული გამოყოფილია წითელი ხაზით რათა გაგიმართივდეთ მისი გამორჩევა. თუ გსურს გაიგოთ მეტი საკუთარი თავის შესახებ წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად და დააკვირდით საკუთარ ხელებს.