როგორ გადავიყვანოთ PDF-ის ფაილი Word-ში (Wondershare)
დოკუმენტებთან მუშაობის დროს საკმაოდ ხშირად გამოიყენება [url=/article_486_rogor-shevaertot-2-pdf-faili-adobe-acrobat-professional.html]PDF[/url] და DOC ფაილის გაფართოებები. ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ ხშირია მათი ერთმანეთით შეცვლის საჭიროება, რაში დახმარებასაც გვთავაზობს არაერთი პროგრამა და ინტერნეტ საიტი. ამ ინსტრუქციაში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, სანდო და მარტივ პროგრამას, რომლის დაინსტალირების შემდეგ თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ PDF-ის ფაილის Word-ში გადაყვანას. ამ პროგრამის გამოყენება იძლევა კიდევ ერთ უპირატესობას - ინტერნეტთან წვდომის არქონის შემთხვევაშიც შეძლებთ უწყვეტად აწარმოოთ ფაილების რედაქტირება სასურველ ფორმატში.