როგორ დავწეროთ CV [II]
CV განკუთვნილია იმისათვის, რომ შეუქმნას წარმოდგენა თქვენს შესახებ მათ ვისაც არ აქვს საკმარისი დრო თქვენი გაცნობისათვის. მან უნდა წარმოგადგინოთ საუკეთესო მხრიდან, მოკლე და კარგად სტრუქტურირებული ფორმით. არსებობს CV-ს დაწერის არაერთი გზამკვლევი, რომლებშიც განხილულია თიოთოეული დეტალი, რომელთანაც შეიძლება გქონდეთ შეხება რეზიუმეს შედგენისას, მაგრამ მათი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქმე მიდგება დეტალებზე, ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ თავი მოვუყაროთ აღიარებულ გზამკვლევებს, პლუს დავუმატოთ ცოტაოდენი სპეციფიური დეტალები, რომლებიც დაეხმარება სტუდენტებს. საქმიანი მიზნებისათვის განკუთვნილ რეგულარულ CV-ს არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება ერთი A4 ფორმატის გვერდის შევსება. თუ თქვენ აპირებთ მისი აკადემიური და არა საქმიანი მიზნებისათვის გამოყენებას, მაშინ შეიძლება მისმა მოცულობამ შეადგინოს ერთი გვერდი, იმ პირობით, რომ თქვენ დამატებით სივრცეს გამოიყენებთ სამეცნიერო საქმიანობის, კონფერენციების, პუბლიკაციების სიის და სხვათა წარმოსაჩენად. კარგად დაწერილი CV პირველ რიგში აჩვენებს ყველაზე მთავარს, მაგრამ შეიცავს საჭირო ინფორმაციის მთლიანობაში. ამ მიზნისათვის გირჩევთ მიმართოთ იგი თქვენი მიზნის შესაბამისად (სამუშაოს სპეციფიური ფორმა ან სტიპენდია), რაც გულისხმობს საჭირო ინფორმაციის მოკლებას ან დამეტებას, მაგრამ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ შეცვლილ დოკუმენტში არ დაიკარგოს ქრონოლოგიურობა და წერის სტილი. CV ამობეჭდეთ უბრალოდ A4 ფორმატის ფურცელზე, შეინახეთ რამდენიმე ეგზემპლარი სამოტივაციო წერილისათვის. გახსოვდეთ, რომ არასდროს გააგზავნოთ რეზიუმე სამოტივაციო წერილის გარეშე, არასდროს! ასევე არ დაგავიწყდეთ A4 ფორმატის ფურცლისათვის კონვერტის მოძებნა (ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია). თუ განცხადებაში არაფერია ნათქვამი სამოტივაციო წერილის შესახებ, თქვენ მაინც უნდა გააგზავნოთ იგი. ის წარმოუდგენს მკითხველს თქვენს CV-ს, ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვანზე, უკანა პლანზე გადაჰყავს თქვენთვის არასასურველი ინფორმაცია და ახსენებს ასპექტებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხვდნენ თქვენს რეზიუმეში. იმისათვის, რომ ყველაფერი გამოიყურებოდეს სუფთად, გირჩევთ გამოიყენოთ მზა ფორმატებიდან ერთ-ერთი. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ არ გაქვთ ამბიცია, რომ ხართ კომპიუტერზე უფრო საზრიანი და შეგიძლიათ უკეთესად სტრუქტურირებული და საკითხავად უფრო მარტივი ფორმატის შექმნა. შეგიძლიათ საკუთარი სათაურის დაყენება; ქვევით თქვენ იხილავთ რჩევებს, რომლებიც განკუთვნილია ყველაზე ხშირად გამოყენებული რეზიუმეების შედგენისათვის.