მილიონობით ადამიანს საკუთარ თავზე გამოუცდია და კარგად იცის, რამდენად რთულია სიგარეტზე უარის თქმა.ეს არის ჩვევა, რომლის დავიწყებაც მარტივი ნამდვილად არაა. მიზეზი კი ისაა, რომ ნიკოტინი მიჩვევას იწვევს. ეს, ალბათ, ბევრისთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ისეთივე მაღალია, როგორც არალეგალური ნარკოტიკებისადმი, მაგალითად, კოკაინისა და ჰეროინის.
თუმცა, ამ ყველაფერში სასიამოვნო ისაა, რომ სიგარეტზე უარის თქმა შესაძლებელი და საკმაოდ რეალურია. შედეგი კი განსაკუთრებული, რადგან ნიკოტინი ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ თქვენს სხეულზე, არამედ გულზე, სისხლზე, ჰორმონებზე, მეტაბოლიზმსა და ტვინზე. გარდამავალი პროცესი ყველასთვის მეტ–ნაკლებად რთულია. ამ დროს გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
როგორია ნიკოტინისგან გათავისუფლების პროცესი?
ნიკოტინი იმდენად ძლიერ მიჯაჭვულობას იწვევს, რომ რამდენიმე კვირის მწეველსაც კი უჭირს უპრობლემოდ მასზე უარის თქმა და ასე უბრალოდ მოწევაზე თავის დანებება. ამ პერიოდის სირთულე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანია ეწევა ადამიანი. არასასიამოვნო სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირა. გათავისუფლების პროცესი მოიცავს ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ სიმპტომებს. პირველი 3–5 დღე ყველაზე რთულია. ხოლო როდესაც სხეული დაგროვებული ნიკოტინისგან გათავისუფლდება, იწყება თავის ტკივილი, გაღიზიანება და ინსომნია. ამ ყველაფრის გადალახავის შემდეგ, ყოფილ მწეველს უწევს, გაუმკლავდეს გაღიზიანებას, დეპრესიასა და მღელვარებას.
დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ არავის უკვირს როცა მოზარდები ეწევიან. ამასთან ერთად თამბაქოს მოხმარებას ზოგი იწყებს 10 და 12 წლის ასაკიდან. ეს არის ნამდვილად საშინელება. ეს პრობლემა არ ეხებათ ბავშვებს მხოლოდ იმ ოჯახებიდან, რომლებიც არიან დაბალი ფენის და მშობლები მატერიალური პრობლემების არსებობის გამო ვერ ახერხებენ საკმარისი ყურადღების დათმობას, ეს პრობლემა ასევე ეხებათ იმ ოჯახების ბავშვებს, რომლებიც ყურადღების ქვეშ არინ მშობლების მხრიდან მნიშნველოვან როლს თამაშობენ მათ აღზრდაში.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობაში სიგარეტის მავნებლობის შესახებ მოყოლოლმა ისტორიებმა, მამის მკაცრმა პოზიციამ ვერ გადაგაწყვეტინათ სიგარეტის გადაგდება, მაშინ ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებთ ამას დროთა განმავლობაში. რათქმაუნდა შესაძლებელია სხვადასხვა ხერხის ცდა, იქნება ეს ტაბლეტები, ელექტრონული სიგარეტი, სხვადასხვა მოწყობილობები თუ შესაბამისი ლიტერატურა, როგორ პრაქტიკა გვიჩვენებს, ისინი ხშირ შემთხვევაში ნაკლებადეფექტურნი არიან.
გადავწყვიტე არ წაგიკითხოთ მორიგი ლექცია სიგარეტის მავნებლობის შესახებ. არამედ, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლიც დაგეხმარებათ ორგანიზმის ნიკოტინის მავნებლობისაგან დასაცავად.
ამ სტატიაში იხილავთ რამდენიმე მარტივ წესს, რომლის დაცვისას შეძლებთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სიგარეტის მიერ თქვენი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.
მოწევისთვის თავის დანებება ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალებაა თანამედროვე ადამიანისთვის. ყოველდღიური სტრესები და გადაღლა შვებას ისევ სიგარეტში ჰპოვებს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ დაანებოთ მოწევას თავი და არ იცით როგორ, მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია თქვენთვისაა.