ემულატორი - rogor.ge

როგორ გავუშვათ Xbox-სათვის გამოშვებული თამაშები პერსონალურ კომპიუტერზე

ვიდეო-თამაშების ზოგიერთი შემქმნელი უარს ამბობს თამაშის პერსონალურ კომპიუტერისათვის გამოსაშვებად და უშვებს მათ სხვადასხვა კონსოლებისათვის, რითაც პერსონალური კომპიუტერების მფლობელებს აკარგვინებს თამაშის საშუალებას. განსაკუთრებით აქტუალურია პრობლემა, თუ თამაშის წინა ვერსიები გამოდიოდა PC-სათვის და თქვენ გსურთ მისი გაგრძელების თამაში. ძალიან ბევრი პოპულარული თამაში გამოვიდა კონსოლზე Xbox და თუ მათ შორის არის თამაში, რომელიც გსურთ, მაშინ სცადეთ მისი კომპიუტერზე გაშვება.