თითქმის ყველა ქალს უყვარს საჩუქრად ყვავილების მიღება, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი სწრაფად ჭკნებიან. ამიტომაც, თითოეულ ქალბატონს უჩნდება ერთი და იგივე კითხვა: როგორ შევინახოთ ყვავილების თაიგული დიდი ხნით, ისე, რომ სანახავადაც ლამაზი იყოს და აფრქვევდეს თავის არომატს. ამის გაკეთება აბსოლუტირად ყველას შეუძლია.
ცხოვრება გვთავაზობს ბევრ მიზეზს ყვავილის საჩუქებლად: დაბადების დღე, ქორწილი,მნიშვნელოვანი თარიღი, 8 მარტი, რომანტიული პაემანი, ან უბრალოდ საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღების გამოხატვა. როგორ შევარჩიოთ ყვავილები, რომლებიც მოუხდება კონკრეტულ შემთხვევას, მოხიბლავს მიმღებს და დიდი ხნით დაღცება მასთან, შეუქმნის სიმყუდროვეს, სასიამოვნო ატმოსფეროს და უბრალოდ გაახარებს მის თვალს?